წარმატებულ მოსწავლეებს მთავრობის სხდომებზე დასწრება შეეძლებათ - პრემიერის ინიციატივა
19-04-2019

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დღეს გამართულ ბრიფინგზე კიდევ ერთი ახალი ინიციატივის შესახებ განაცხადა. მამუკა ბახტაძის თქმით, საქართველოს წარმატებულ მოსწავლეებს მთავრობის სხდომებზე დასწრება შეეძლებათ.

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მთავრობა, მისი ნებისმიერი შენობა განსაკუთრებით კი კანცელარია იყოს ღია ნებისმიერი მოქალაქეებისთვის, განსაკუთრებით კი ახალგაზრდებისთვის, ჩვენი მომავალი თაობისთვის.

ჩვენ ვიწყებთ, სპეციალურ ინიციატივას, რომლის ფარგლებშიც მოსწავლეებს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შენობის დათვალიერების, წარჩინებულ მოსწავლეებს კი მთავრობის სხდომაზე დასწრების შესაძლებლობა ექნებათ. 

მინდა გითხრათ, რომ დღესაც მთავრობის სხდომას წარმატებული მოსწავლეები დაესწრებიან“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203