წალენჯიხის N2 საჯარო სკოლის VIII კლასში პროფესიული კარიერის სწორად დაგეგმვის მიზნით ღონისძიება „კაფეტერია“ გაიმართა.
ინგლისური ენის მასწავლებელმა, ციცი ჭანტურიამ სასწავლო და პროფესიული აქტივობების გამოყენებით მოსწავლები ჩართო პროცესში, რომელიც მათ აძლევდა საშუალებას პრაქტიკულად მიეღოთ სამუშაო პროცესში მონაწილეობა.
„მოსწავლეები გაეცნენ მიმტანის, გამყიდველის, ბარმენის, მენეჯერის პროფესიისთვის დამახასიათებელი თავისებურებებს. ასეთი კომუნიკაციით მოსწავლეებმა გაიღრმავეს ინგლისური ენის ცოდნა“ - აღნიშნა სკოლის წარმომადგენელმა.
იხილეთ ფოტოები