ნიკო მარის სახელობის დაბა ჩოხატაურის N1 საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლეებმა პროექტზე „თინეიჯერი ბიოლოგები“ დაფინანსება მოიპოვეს.
პროექტის ავტორებმა სკოლაში მოაწყვეს ბიოლოგიის კაბინეტი და შეიძინეს ბიოლოგისათვის საჭირო რესურსები.
შეძენილი ლიტერატურის საფუძველზე მოსწავლეებმა სკოლის მასშტაბით ინტელექტუალური თამაში „ბიოლოგიური რა?სად?როდის?“ ჩაატარეს.
ასევე, მოსწავლეებმა წარმოადგინეს პრეზენტაციები და დაჯილდოვდნენ სიგელებით.
იხილეთ ფოტოები