დიდი ჭყონის N1 საჯარო სკოლის VII კლასში ქართულ ენასა და ლიტერატურაში ეფექტური სასწავლო აქტივობის შემცველი გაკვეთილი ჩატარდა.
მასწავლებელი ქეთევან გაგუა გახლავთ. გაკვეთილის თემა იყო „კაცია-ადამიანი?!“ მოსწავლეებმა განასახიერეს ნაწარმოების პერსონაჟები და შეასრულეს ეპიზოდები სიუჟეტიდან.
მოსწავლეებმა წარმოადგინეს ლუარსაბისა და დათოს დიალოგი, ბუზების დათვლის სცენა, დიალოგები „რომელი ჯობია-ჩიხირთმა თუ ბოზბაში?“ და „რომელია თევზების მეფე-თათრი თუ ორაგული?“
თათია თოდუამ აღწერა ლუარსაბის სახლ-კარი, ხოლო ანი წოწორიამ ლუარსაბის პორტრეტი. ნაწარმოების შესწავლით ბავშვები გააცნობიერებენ, რომ ცხოვრების აზრის უმთავრესი პუნქტი ინტელექტუალური და მორალური ყოფიერებაა და არა ფიზიკური ასპექტი.
სკოლის ადმინისტრაცია მადლობას უხდის მასწავლებელს, ქეთევან გაგუას და მოსწავლეებს საინტერესო და ეფექტური გაკვეთილის ჩატარებისთვის.
იხილეთ ფოტოები