ბოლნისის მუნიციპალიტეტის, მუხრანას საჯარო სკოლაში (აზერბაიჯანულ სექტორში) დედა ენის დღისადმი მიძღვნილი კლასის საათი ჩატარდა.
გაიმართა კალიგრაფიული წერა, რომელშიც V კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. IX კლასის მოსწავლეებმა კი 10-წუთიანი სპექტაკლი - „მე, ბებია ილიკო და იარიონი“ დადგეს.
დედა ენის დღე საქართველოში 14 აპრილს აღინიშნება.
1978 წლის 14 აპრილს საქართველოს მოსახლეობამ, ინტელიგენციის წარმომადგენლებთან ერთად, მასობრივი გამოსვლა მოაწყო და წინ აღუდგა საბჭოთა კავშირის გადაწყვეტილებას, საქართველოში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის გაუქმების შესახებ.
დაძაბული ვითარების გამო, ოფიციალური მოსკოვი იძულებული გახდა, დაეთმო და კონსტიტუციაში ცვლილება აღარ შევიდა, ხოლო 14 აპრილი „დედაენის დღედ“ გამოცხადდა.
იხილეთ ფოტოები