დედოფლისწყაროს N1 საჯარო სკოლაში ქართული ენის კვირეული გაიმართა. კვირულის ფარგლებში ჩატარდა კალიგრაფიის კონკურსი, მოეწყო ნახატების გამოფენა, მოსწავლეებმა გამოუშვეს კედლის გაზეთები და ჩატარდა ვიქტორინა.
მოსწავლეებმა მოიძიეს ინფორმაცია ქართული დამწერლობის განვითარების შესახებ და მოამზადეს პრეზენტაცია სლაიდების საშუალებით. ბოლოს წაიკითხეს ლექსები მიძღვნილი ქართული ენისადმი.
დედა ენის დღე საქართველოში 1990 წლიდან 14 აპრილს აღინიშნება. 1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების მიხედვით, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა.
იხილეთ ფოტოები