საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გიორგიწმინდის საჯარო სკოლაში სასკოლო საგანმანათლებლო-საინფორმაციო ღონისძიება „უსაფრთხო სკოლა“ გაიმართა.
ღონისძიებაში მასწავლებლებთან ერთად მონაწილეობდნენ მშობლებიც.
დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხურის პედაგოგებმა წარმოადგინეს თემები: ,,შვილებთან ეფექტური კომუნიკაცია“, ,,ძალადობა ოჯახში“, ,,ბულინგი ბავშვებში“ და „მშობლის როლი ბავშვის აღზრდა-განათლებაში“, ხოლო სკოლის ექიმმა ისაუბრა ჯანსაღი ცხოვრების წესზე.
„თემების განხილვის შემდეგ გაიმართა დისკუსია. სკოლის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელმა პირმა ლელა საბაშვილმა-კაკუტაშვილმა გადასცა მოსწავლეებს და მშობლებს ბუკლეტები „რჩევები მშობლებს „იყავით ფხიზლად ძალადობის მიმართ“- აღნიშნა სკოლის წარმომადგენელმა.
იხილეთ ფოტოები