დერცელის საჯარო სკოლაში კალიგრაფიის კონკურსი ჩატარდა
19-04-2019

ადიგენის რაიონის დერცელის საჯარო სკოლაში კალიგრაფიის კონკურსი ჩატარდა.

სკოლის ინფორმაციით, კალიგრაფიის კონკურსში საკუთარი ნამუშერები დაწყებითი კლასის მოსწავლეებმაც წარმოადგინეს. ამასთან, პედაგოგების და მოსწავლეთა თვითმმართველობის წარმომადგენლებმა შექმნეს კომისია, რომელმაც შეარჩია ნამუშევრებიდან  ხუთი საუკეთესო.

შერჩეული ნაშრომიდან კი დასახელდა სამი, პირველი ადგილი ერგო მე-3 კლასის მოსწავლეს  ნინო ბერიძეს, მეორე ადგილი  აგრეთვე მე-3 კლასის მოსწავლე ლიზი შეყრილაძემ დაიკავა, ხოლო მესამე ადგილზე მე-2 კლასის მოსწავლე მურთაზ შავაძე გავიდა.

კონკურსში ჩართული იყო დაწყებითი საფეხურის თითქმის ყველა მოსწავლე.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203