რიონის საჯარო სკოლაში დედა ენის დღისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა
19-04-2019

დედა ენის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებშიწყალტუბოს მუნიციპალიტეტის რიონის საჯარო სკოლაში დედა ენის დღისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა.

სკოლის ინფორმაციით ღონისძიებაში მონაწილეობას იღებდნენ დაწყებითი I-VI  კკლასის მოსწავლეები. ისინი თბილი სიტყვებით მიეფერნენ მშობლიურ ენას და ფრთიანი რითმებით შეასხეს ხოტბა ქართულ ანბანს. სცენაზე ჟღერდა დედა ენისადმი მიძღვნილი სიმღერა.

დედაენის დღე საქართველოში 1990 წლიდან 14 აპრილს აღინიშნება. 1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების მიხედვით, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა.

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203