პაპოშვილების საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედა ენის დღეს კედლის გაზეთები მიუძღვნეს
19-04-2019

შუახევის მუნიციპალიტეტის, პაპოშვილების საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედა ენის დღეს კედლის გაზეთები მიუძღვნეს.

სკოლის ა კორპუსის აღსაზრდელებმა, პედაგოგ შუშანა ფუტკარაძის ხელმძღვანელობით კედლის გაზეთები - „ო, ენავ ჩემო, დედაო ენავ“ , „ენა დედაა ერისა“ და „14 აპრილი“ დაამზადეს. 

სკოლის აღსაზრდელებმა კედლის გაზეთებზე ქართული ენის სადიდებელი ლექსები და 1978 წლის 14 აპრილს მოვლენების შესახებ ინფორმაცია დაიტანეს, სკოლის აღსაზრდელებმა ასევე იაკობ გოგებაშვილის ღვაწლი აღნიშნეს.

1978 წლის 14 აპრილს საქართველოს მოსახლეობამ, ინტელიგენციის წარმომადგენლებთან ერთად, მასობრივი გამოსვლა მოაწყო და წინ აღუდგა საბჭოთა კავშირის გადაწყვეტილებას, საქართველოში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის გაუქმების შესახებ.

დაძაბული ვითარების გამო, ოფიციალური მოსკოვი იძულებული გახდა, დაეთმო და კონსტიტუციაში ცვლილება აღარ შევიდა, ხოლო 14 აპრილი „დედაენის დღედ“ გამოცხადდა.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203