ბორის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა და პედაგოგებმა სკოლის რესურსოთახი გაალამაზეს
19-04-2019

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ბორის საჯარო სკოლის ხელოვნების პედაგოგმა, მელანო ბერაძემ და შემოქმედებითმა ჯგუფმა (მე-10 კლასის მოსწავლეებმა) დაასრულეს ერთთვიანი პროექტის „ხელსაქმე“ ფარგლებში სასწავლო რესურსზე მუშაობა. 

„მათი მიზანი იყო, რომ რესურსოთახის კედლები მოეხატათ და დაემშვენებინათ, რათა ეს გარემო გაელამაზებინათ იმ ბავშვებისათვის, რომლებსაც უწევთ ამ ოთახში მუშაობა.  მოსწავლეებმა მოხატეს კედლები, გამოჭრეს სხვადასხვა ცხოველების ფიგურები, ფორმები. სამუშაოები მთელი თვის მანძილზე რეგულარულად მიმდინარეობდა. საბოლოოდ მათ დაასრულეს ოცნების ხე“ - აღნიშნა სკოლის წარმომადგენელმა. 

ბორის საჯარო სკოლა მოსწავლეები სახელით მადლობას უხდის ამერიკელ მეგობრებსა და ფონდი „თბილისის მოზარდთა სახლს“ ფინანსური დახმარებისთვის. ასევე, სპეც პედაგოგებს: ირმა მოდებაძესა და თიკო სარალიძეს, სკოლის დირექტორს, ჰამლეტ ბერაძეს და განსაკუთრებული მადლობა მთელი სკოლის სახელით იდეების გენერატორსა და ნახატების შემქნელს, მე-12 კლასის მოსწავლეს დეაკო ბერაძეს. 

იხილეთ ფოტოები 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203