პირმისაანთკარის საჯარო სკოლაში დედა ენის დღეს ღონისძიება - ,,რა ენა წახდეს, ერიც დაეცეს“ მიუძღვნეს
19-04-2019
დუშეთის მუნიციპალიტეტის, პირმისაანთკარის საჯარო სკოლაში დედა ენის დღეს ღონისძიება -  ,,რა ენა წახდეს, ერიც დაეცეს“ მიუძღვნეს. 

ღონისძიებაში I-IX კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. 

სკოლის აღსაზრდელებმა ქართული ენის სადიდებელი ლექსები და ქართველი მწერლების ციტატები წაიკითხეს. მოსწავლეებმა ასევე 1978 წლის 14 აპრილს მოვლენებზე ისაუბრეს. 

დედა ენის დღე საქართველოში 14 აპრილს აღინიშნება. 

1978 წლის 14 აპრილს საქართველოს მოსახლეობამ, ინტელიგენციის წარმომადგენლებთან ერთად, მასობრივი გამოსვლა მოაწყო და წინ აღუდგა საბჭოთა კავშირის გადაწყვეტილებას, საქართველოში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის გაუქმების შესახებ.

დაძაბული ვითარების გამო, ოფიციალური მოსკოვი იძულებული გახდა, დაეთმო და კონსტიტუციაში ცვლილება აღარ შევიდა, ხოლო 14 აპრილი „დედაენის დღედ“ გამოცხადდა.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203