თბილისში, ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრში ჩატარდა ახალგაზრდული სემინარი „ახალგაზრდა თაობის როლი მეცნიერების განვითარებაში“.
სემინარში მონაწილეობა მიიღო თბილისის N61 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, რომლებმაც წარმოადგინეს შემდეგი თემები: „დედამიწის დაბინძურება“, გარემო და ჯანმრთელობა“, „მცენარეების ნერვული სისტემა“, „მცენარეთა და ადამიანთა მგრძნობელობა“, „ფოტოსინთეზი“, „ნაადრევი ქორწინება“, ენდემური ჩიყვი და ა.შ.
კონფერენციას ესწრებოდნენ ცენტრის დირექტორი დ.ნადარეიშვილი, დირექტორის მოადგილე საზოგადოებრივ საკითხებში თ.ცერცვაძე, რადიობიოლოგიის განყოფილების ხალმძღვანელი, მ.ნიკოლაიშვილი, მეცნიერებათა დოქტორი გ. ჯიქია, თ.მუსელიანი.
ღონისძიების დასასრულს მონაწილეებს გადაეცათ სერთიფიკატები. სკოლის ადმინისტრაცია მოსწავლეებს და პედაგოგებს ღონისძიებაში მონაწილეობისათვის მადლობას უხდის.
სემინარი ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრისა და არასამთავრობო ორგანიზაციის „გარემო და მეცნიერება “ორგანიზებით ჩატარდა.
იხილეთ ფოტოები