სამიქაოს საჯარო სკოლაში დედა ენის დღესთან დაკავშირებით ღონისძიება - „ო, ენავ ჩემო“ გაიმართა
19-04-2019

აბაშის მუნიციპალიტეტის, სამიქაოს საჯარო სკოლაში დედა ენის დღესთან დაკავშირებით ღონისძიება - „ო, ენავ ჩემო“ ჩატარდა. 

სკოლის აღსაზრდელებმა კედლის გაზეთი გამოუშვეს, ქართული ენის სადიდებელი ლექსები და ქართველი მწერლების ციტატები წაიკითხეს.

დედა ენის დღე საქართველოში 14 აპრილს აღინიშნება. 

1978 წლის 14 აპრილს საქართველოს მოსახლეობამ, ინტელიგენციის წარმომადგენლებთან ერთად, მასობრივი გამოსვლა მოაწყო და წინ აღუდგა საბჭოთა კავშირის გადაწყვეტილებას, საქართველოში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის გაუქმების შესახებ.

დაძაბული ვითარების გამო, ოფიციალური მოსკოვი იძულებული გახდა, დაეთმო და კონსტიტუციაში ცვლილება აღარ შევიდა, ხოლო 14 აპრილი „დედაენის დღედ“ გამოცხადდა.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203