ერკეთის საჯარო სკოლაში დედა ენის დღისადმი მიძღვნილი მრავალფეროვანი და საინტერესო კვირეული გაიმართა
19-04-2019

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ერკეთის საჯარო სკოლაში  დედა ენის კვირეული გაიმართა. ხელმძღვანელი ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ციალა ჭიხვარია გახლდათ.

კვირეულის ფარგლებში ჩატარდა  ტესტირება „ვინ უკეთ იცის ქართული ენა და მართლწერა“, კედლის გაზეთების კონკურსი თემაზე „ენა დედაა ერისა“, გამოვლინდნენ სკოლის საუკეთესო კალიგრაფები, კონკურსი - „როგორ ვიცით საქმიანი ქაღალდების ენა“, კონკურსი მხატვრულ კითხვაში - „საუკეთესო დეკლამატორები“​, კონკურსი „საუკეთესო ესე“, „არა ბარბარიზმებს“ (ბარბარიზმები და მაკარონული მეტყველება)  და  დასკვნითი პრეზენტაცია.

დედა ენის კვირეულში აქტიური მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ: ლუკა ჯინჭარაძე, გიორგი ჭიხვარია, ანასტასია ჯინჭარაძე, ანი მეგრელიძე, მარიამ მელაძე, ქეთევან გიორგაძე, ვაჟა ძნელაძე, მანანა ჭიხვარია, თამარ თედორაძე, მარიამ ხაჭვანი.

დედა ენის დღე საქართველოში 1990 წლიდან 14 აპრილს აღინიშნება. 1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების მიხედვით, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203