წრომის სკოლის მოსწავლეებმა დედის დღე და გაზაფხული მრავალფეროვანი ღონისძიებით აღნიშნეს
27-03-2017

წრომის სკოლის დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა დედებს 3 მარტი და გაზაფხული ერთად მიულოცეს. 

როგორც მასწავლებლები აღნიშნავენ, სკოლაში საზეიმო განწყობა სუფევდა, მშობლები დიდი სიხარულითა და გაბრწყინებული თვალებით შეჰხაროდნენ პატარებს. საბა, მარიამი, ანი, ანანო, ლუკა... ერთმანეთს ცვლიდნენ და სითბოსა და სიყვარულს უგზავნიდნენ მშობლებს.

დაწყებითი კლასების აქტიური პედაგოგების მიერ შექმნილმა შინაარსიანმა, ემოციურმა და მრავალფეროვანმა სცენარმა მოწონება დაიმსახურა. 

მშობლებიც აქტიურად ჩაერთნენ ზეიმის მსვლელობაში. ლალი მასწავლებლის მიერ გათამაშებულმა  მერი პოპინსიმა მეტი ხალისი შესძინა ღონისძიებას.

მოსწავლე, მასწავლებელი, მშობელი თანამშრომლობისა და კეთილგანწყობილების ატმოსფეროს ქმნის სკოლაში.

წრომის სკოლაში მრავალ ლამაზ და შინაარსიან დღეს კიდევ ერთი მშვენიერი დღე შეემატა, აღნიშნავდნენ მშობლები და მასწავლებლები.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203