რას უნდა მიაქციონ ყურადღება აბიტურიენტებმა ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაზე თემისა და ესეს წერის დროს?
20-04-2019

რას უნდა მიაქციონ ყურადღება აბიტურიენტებმა ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაზე თემის და ესეს წერის დროს და განსაზღვრულია თუ არა პარალელების რაოდენობა? - აღნიშნულ კითხვებზე  ქართული ენისა და ლიტერატურის საგნის ჯგუფის ხელმძღვანელი ნანა ლოლაძე პასუხობს.

მისი თქმით, წერითი დავალებების, თხზულებისა და ესეს წერის დროს აბიტურიენტებმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციონ დავალების მიცემას და პასუხი არგუმენტირებულად დაასაბუთონ.

„წერითი დავალებების შესრულებისას აბიტურიენტები უნდა შეეცადონ, ზუსტად უპასუხონ დავალების პირობას, მსჯელობა დაასაბუთონ სათანადო არგუმენტებით და ნაშრომში დაცული უნდა იყოს სალიტერატურო ენის ნორმები.

რაც შეეხება პარალელების რაოდენობას, ამ  მხრივ აბიტურიენტები შეზღუდული არ არიან. მთავარია, პარალელები  ნაწარმოებთან შესაბამისობაში იყოს“, - აცხადებს ნანა ლოლაძე.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203