ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ჟდანოვის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ქართული ენის პედაგოგების: ნინო სვანიძის, აზნივ ხანჩალიანის და ჰაიკანუშ თუმასიანის ხელმძღვანელობით საზეიმოდ აღნიშნეს დედა ენის დღე.
14 აპრილთან დაკავშირებით სკოლამ etaloni.ge-ს ვრცელი წერილი გამოუგზავნა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
„საბჭოთა კავშირის პერიოდში სახელმწიფოს მესვეურებს სურდათ ქართული ენისთვის სტატუსის შეჩერება, თუმცა ჩვენმა სახელოვანმა მეცნიერებმა და სტუდენტებმა თავიანთი გამოსვლებით შეძლეს და კვლავ დაქუხა „დედა ენამ, ენამ ქართულმა“. ამისთვის კი თავდაპირველად დიდი მადლობა ჩვენს ფარნავაზ მეფეს! „შენ ჰე, ფანაოზ, ჰქმენ ერთმთავრობა, შენ მოეც ქართველს წიგნი პირველი, შენ აღუდგინე ერსა ერთობა და ერთობისა ძალი და მადლი“. ამის შემდეგ კი ამღერდნენ ჩვენი სახელოვანი მგოსნები: შოთა რუსთაველი, დიდი ილია, ვაჟა, აკაკი, გალაქტიონი და სხვები“.
14 აპრილთან დაკავშირებით სკოლაში ღონისძიება გაიმართა, რომელშიც მოსწავლეები აქტიურად ჩაერთნენ.
მათ წაიკითხეს ლექსები და შეასრულეს მუსიკალური ნომრები.
იხილეთ ფოტოები