ადიგენის მუნიციპალიტეტის ხევაშენის საჯარო სკოლის მოსწავლეთა გუნდმა ეროვნული არქივის მიერ ორგანიზებულ კონკურსში მიიღო მონაწილეობა.
სკოლის წარმომადგენლის ინფორმაციით, რომლის წევრებიც არიან თენგიზ ენდელაძე, იზა გორგოძე, ჯუმბერ გორგოძე, ლანა გორგოძე, ანა გორგოძე, მასწავლებლების ქეთევან ენდელაძისა და იამზე ჯოხაძის ხელმძღვანელობით 18 აპრილს მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ეროვნული არქივის მიერ ორგანიზებულ კონკურსში "რა, სად, როდის - საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა".
„მოსწავლეებმა მიიღეს დიდი ცოდნა და გამოცდილება. მადლობას ვუხდით კონკურსის ორგანიზატორებს“, - განაცხადა სკოლის წარმომადგენელმა.
იხილეთ ფოტოები: