ასპინძის მუნიციპალიტეტის აწყვიტის საჯარო სკოლაში დედა ენის დღეს მიეძღვნა მხატვრული კალიგრაფიის კონკურსი, რომელიც ჩაატარა ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგმა ზეინაბ ივანიძემ.
აქტივობის მიზანი იყო ქართული კალიგრაფიის პოპულარიზაცია.
კონკურსში მონაწილეობა მიიღო IX-XII კლასის მოსწავლეებმა, რომლებმაც მნიშვნელოვანი ნამუშევრები წარმოადგინეს. შეჯამებისას გამოვლინდა საუკეთესო ნაშრომები.
განსაკუთრებით საინტერესო იყო: ნათია დიასამიძის, თამუნა ფერაძისა და ნათია ტატურაშვილის მიერ შექმნილი კალიგრაფიის ნიმუშები, რომელთა ავტორებსაც სკოლის დირექტორმა ნ. ბერიძემ გადასცა სიგელები.
იხილეთ ფოტოები