მარტვილის მუნიციპალიტეტის კერძო სკოლა „სხივში“ სკოლის ბიბლიოთეკარის, ფილოლოგი ანა ბახიას პოეზიის საღამო და მისი წიგნის „სულს ჩაუსახლდა რძისფერი დილა“ პრეზენტაცია გაიმართა.
სკოლამ ანა ბახიას დაბადების დღეზე გაუკეთა სიურპრიზი და მისი ლექსების კრებული დაბეჭდა.
„სხივში“ ერთიანობა არავის გვიკვირს და ვიცოდით აუცილებლად გამოგვივიდოდა. ამიტომ სიყვარულის დღე სიყვარულით და სიყვარულზე დაწერილი ანას ლექსებით აღვნიშნეთ. ანას პოეზია არის ქალური და ნაზი. სევდაც დაჰყვება მის სტრიქონებს და ძალიან საინტერესოდ იკითხება“ - აღნიშნა ლეილა დანელიამ.
ღონისძიების მონაწილეებმა ისაუბრეს ანა ბახიას ლექსებზე, მიულოცეს კრებულის გამოცემა, მოსწავლეებმა კი წაიკითხეს მისი ლექსები.
იხილეთ ფოტოები