ორგორის საჯარო სკოლის მოსწავლე ვანო ზაქაიძემ ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში II ადგილი დაიკავა
19-04-2019

ასპინძის მუნიციპალიტეტის ორგორის საჯარო სკოლის მოსწავლეები არამარტო სასკოლო ღონისძიებებში მონაწილეობენ, არამედ სპორტულ ღონისძიებებშიც აქტიურად არიან ჩართულები.

ერთ-ერთი ასეთი მოსწავლე არის ვანო ზაქაიძე, რომელიც დააჯილდოვა ბაღდათის სპორტისა და მოზარდთა აქტივობის ცენტრმა.

მან მონაწილეობა მიიღო საქართველოს მრავალგზის ჩემპიონის, პრიზიორის, სპორტის ოსტატის თეიმურაზ ვაშაყმაძის სახელობის მეორე საერთაშორისო ტურნირზე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში 38კგ. წონის კატეგორიაში და დაიკავა II ადგილი.

სკოლის პედკოლექტივი და მოსწავლეები ვულოცავთ ვანოს გამარჯვებას, ვუსურვებთ წინსვლას და წარმატებებს.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203