„ძველი სქემა როგორც არ უნდა შეიცვალოს ეს კომპონენტი აუცილებლად უნდა დარჩეს“ ველისციხის საჯარო სკოლის პედაგოგი გარე დაკვირვებაზე
19-04-2019

გურჯაანის  მუნიციპალიტეტის ველისციხის საჯარო  სკოლის  სამოქალაქო  განათლების  წამყვანი პედაგოგი  ნანა  ნიკოლაშვილი  გარე დაკვირვებასთან დაკავშირებით საკუთარ პოზიციას გვიზიარებს.

„გარე დაკვირვების კომპონენტი, რომ ერთ-ერთი  უმთავრესი აქტივობაა მოცემულ კარიერული  წინსვლის სქემაში, როცა უფროს მასწავლებელს სურს ერთი საფეხურით აინაცვლოს და წამყვანი  გახდეს ეს თითქმის ყველა მასწავლებელმა იცის. გარე დაკვირვებაზე რეგისტრაცია, რომ  მოვახერხოთ აუცილებლად უნდა მოვაგროვოთ 13 კრედიტქულა და აქედან 2 აუცილებლად ან  სამოდელო გაკვეთილით ან პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის გვქონდეს მოპოვებული.

წელს თითქმის საქართველოს ყველა  რეგიონში და  ყველა სკოლაში  ჩატარდა გარე  დაკვირვების გაკვეთილები. საგანი არ დარჩა და სწავლების  საფეხური სადაც მასწავლებლებს  მონაწილეობა არ მიუღიათ ამ აქტივობით. ჩემი სკოლა ერთ-ერთი მოწინავეა. გასულ წელს  ერთმა პედაგოგმა ხოლო წელს უკვე ოთხმა მასწავლებელმა წარმატებით გაირა გარე  დაკვირვების კომპონენტი და კიდევ ბევრი აპირებს გავლას და დარეგისტრირებას. 

ეს არის აქტივობა რომელიც მასწავლებელს ეხმარება კარიერულ წინსვლაში, მაგრამ როგორ  მოქმედებს ის მოსწავლეებზე.

მიუხედავად იმისა რომ  მოსწავლეებს  პირადად ვაფრთხილებდი მათ არავინ ამოწმებდა ისინი  ყველაზე მეტად განიცდიან. ყოველი წარმატებით შეფასებული გაკვეთილი კი ზრდის  მათ  მოტივაციას, თავდაჯერებულობას, იზრდება სწავლის სურვილი და ხდება მასწავლებლობის  როგორც ერთ-ერთი  სასურველი  პროფესიის პოპულარიზაცია. ჩემს სკოლაში  ჩემი კოლეგების  ასეთი წარმატება წლების მანძილზე გაწეული დაუღალავი შრომის და თანამშრომლობითი  კულტურის მაღალი ხარისხის თვალსაჩინო მაგალითია. ვფიქრობ, ძველი სქემა როგორადაც არ  უნდა შეიცვალოს ეს კომპონენტი აუცილებლად უნდა დარჩეს. პრაქტიკაში ყველაზე უკეთ,   სწორედ ეს აქტივობა უზრუნველყოფს, რომ მასწავლებელი ბანდურას თეორიით თვალსაჩინო  მოდელად აღიქვან მოსწავლეებმა“, - აღნიშნავს ნანა ნიკოლაშვილი.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203