დიოკნისის საჯარო სკოლაში პროექტ-გაკვეთილი „საქართველოს კუთხეები“ განხორციელდა
19-04-2019

ხულოს მუნიციპალიტეტის დიოკნისის საჯარო სკოლის მე-10 კლასში სამოქალაქო განათლების მასწავლებლის ნათია გობაძის ინიციატივით პროექტ-გაკვეთილი ,,საქართველოს კუთხეები“ ჩატარდა. 

ღონისძიებაზე მოსწავლეებმა წარმოადგინეს საქართველოს კუთხეების ისტორია, ტრადიციული სამოსი, ცეკვები და თითოეული კუთხისთვის დამახასიათებელი ტრადიციული კერძები.

„მოსწავლეებმა ასევე ისაუბრეს სხვადასხვა კუთხის დიალექტზე, რამაც ყველასთვის თვალსაჩინო გახადა ამ კუთხეების ინდივიდუალობა. მადლობა მოსწავლეებს ასეთი ლამაზი დღისთვის“ - აღნიშნეს სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203