ცურტავის სკოლის ისტორია, რომელმაც უამრავი ინტელექტუალური აღზარდა
19-04-2019

ბოლნისის მუნიციპალიტეტის ცურტავის საჯარო სკოლის შესახებ საინტერესო ისტორიას სკოლის გეოგრაფიის პედაგოგი გულუმხან ისმაილოვი გვიყვება:

ცურტავის საჯარო სკოლა 1921 წლის ნოემბერში დაარსდა. 1958 წელს სკოლა საბაზო განათლების იყო.1966 წელს კი საშუალო სკოლა გახდა.

ჩვენს სკოლაში 1635 ადამინმა მიიღო საბაზისო განთლება. 1060 ადამინმა მიიღო უკვე საშუალო განათლება. მოსწავლეებს შორის  არიან წარმატებული მოსწავლეები, ხელმძღვანელები, დეპუტატები, საზოგადო მოღვაწეები.

ახლა ჩვენს სკოლაში სწავლობს 205 მოსწავლე, მუშაობს 30 პედაგოგი.სკოლის კოლექტივი ვასწავლით ბავშვებს პატრიოტიზმს, სამშობლოს სიყვარულს. ამ მიზნით სკოლაში მიმდინარეობს სხვადასხვა და საინტერესო ღონისძიებები.

ტარდება სხვადასხვა ვიქტორინები, წიგნების განხილვა, პრეზენტაცია, სპორტული და კულტურული ღონისძიებები.

გვყავს წარმატებული სპორტსმენები,რომლებმაც ქვეყნის მასშტაბით დაიმსახურეს წარმატებები.

გვყავს წარმატებული ფეხბურთელები, ძიუდოისტები და სმბოისტები.

სკოლაში დიდი ყურადღება ენიჭება ქართული ენის სწავლას. სკოლაში არის ორგანიზებული ქართული ენის კაბინეტი, ჩვენი სკოლა ასევე აქტიურად მონაწილეობდა ეტალონის ინტელექტ-ჩემპიონატში. გამარჯვებული ეტალონის პროექტში გვყავდა მე-10 კლასელი აიაზ აბაზოვი.

წარმოგიდგენთ სკოლის რამდენიმე აქტივობას:

აზერბაიჯანელი და ქართველი ხალხის მეგობრობა

მაღალ კლასებში ჩავატარეთ ამ თემაზე დისკუსია. ავუხსენით, რომ ქართველი და აზერბაიჯანელი ხალხის ისტორია ერთმანეთს ძალიან ჰგავს. აზერბაიჯანელ ხალხს და ქართველებს შორის არასესყოფილა კონფლიქტი. ეს მეგობრობა დაწყებულია შოთა რუსთაველის ეპოქიდან და გრძელდება დღემდე.

გამორჩეული აზერბაიჯანელი მწერალი ნიზა იბრაგიმოვმა გვითხრა რომ ჩვენ მარტო მეზობლები რა ვართ, რომ აზერბაიჯანელი და ქართველი ხალხის გული და ბედისწერა ერთნაირია. არანაირ მესამე მხარეს არ შეუძლია გააფუჭოს ამ ორი ქვეყნის ურთიერთობა. საქართველო ტოლერანტული ქვეყანაა, სადაც ბევრი ეროვნები და რელიგიის ხალხი ცხოვრობს და ყველას აქვს ერთნაირი უფლება.

წიგნი ჩვენი შრომაა, ჩვენს ბიბლიოთეკაში მოსწავლეები ირჩევენ სხვადასხვა წიგნებს, ისტორიულ და მხატვრულ ლიტერატურას განიხილავენ ერთად. ჩვენ ვუხსნით რომ ინეტრნეტის მიუხედავად წიგნი არის ჩვენი მეგობარი, ამიტომ საჭიროა კითხვა.

ქართველი ხალხის ტრაგედია

 

ბავშვებს ვესაუბრეთ 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიაზე. გენერალ როდიონოვის ბრძანებით როგორ  დაშალეს ძალით უდანაშაულო მოქალაქეები, ეს არის დღე როდესაც ქართველმა ხალხმა აჩვენა მთელ მსოფლიოს რომ ქართველ ხალხს შეუძლია დაიცვას თავისი ინტერესები და ვერანაირი სამხედრო ძალა მათ ვერ შეაშინებს. ეს იყო საწინდარი თავისუფალი საქართველოსი და უდანაშაულოდ დაღუპული ხალხი არის ჩვენი სიამაყე,რომლებიც ყოველთვის იქნებიან ჩვენთან ერთად.“

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203