ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის, ბასილეთის საჯარო სკოლაში 9 აპრილისადმი მიძღვნილი ღონისძიება - „საქართველოვ, შენ ვინ მოგცა შვილი დასაკარგავი“ გაიმართა.
ამ გმირების სახელები და გვარები ბევრს დღემდე ახსოვს: აზა ადამია, ნათია ბაშალეიშვილი, ეკა ბეჟანიშვილი, ნატო გიორგაძე, თამუნა დოლიძე, თინა ენუქიძე, ნინო თოიძე, ზაირა კიკვიძე, მანანა ლოლაძე, თამარ მამულიშვილი, ვენერა მეტრეველი, მამუკა ნოზაძე, ნანა სამარგულიანი, შალვა ქვასროლიაშვილი, მარინა ჭყონია-სამარგულიანი, ელისო ჭიპაშვილი, თამარ ჭოველიძე, ნოდარ ჯანგირაშვილი, მზია ჯინჭარაძე, მანანა მელქაძე, გია ქარსელაძე...
დაღუპულთა შორის იყო სამი პატარა გოგონა და ერთი ფეხმძიმე. ამ ერთი შეხედვით სუსტმა და დაუცველმა ადამიანებმა არაჩვეულებრივი თავგანწირვისა და გმირობის მაგალითი მისცეს თანამედროვეებს... მარადიული ხსოვნა მათ წმინდა სულებს!“,-აღნიშნა პედაგოგმა.
იხილეთ ფოტოები