„ახალციხის ციხე“ ძეგლთა დაცვის საერთაშორისო დღეს შეუერთდა
19-04-2019

„ახალციხის ციხე“-მ ძეგლთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას უმასპინძლა.

ციტადელის ტერიტორიაზე არსებულ „მესხურ ოდაში“ გამართულ საღამოს სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლები, სამცხე-ჯავახეთის მუზეუმის ხელმძღვანელობა, „ახალციხის ციხის“ ადმინისტრაცია და ექსკურსიამძღოლები ესწრებოდნენ.

ღონისძიების ფარგლებში გაიმართა ფოტოგამოფენა, სადაც ქალაქ ახალციხისა და ციხის ძველი სურათები წარმოადგინეს.

შეხვედრაზე მომხსენებლებს შორის დამწყები ექსკურსიამძღოლები, სამცხე- ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები იყვნენ, რომლებმაც რეგიონის ისტორიული ძეგლების შესახებ პრეზენტაციები გამართეს.

დამსწრე საზოგადოებას მესხური დარბაზის, როგორც უნიკლური ისტორიული ძეგლის, შესახებ საინტერესო ცნობები ციხის ექსკურიამძღოლმა, გიორგი ბერიძემ მიაწოდა.

შეხვედრის დასასრულს ამ დღის მნიშვნელობის შესახებ მოწვეულმა სტუმრებმაც ისაუბრეს.

მოგეხსენებათ, ძეგლთა დაცვის საერთაშორისო დღე 1983 წელს „იუნესკოს“ გადაწყვეტილებით დაწესდა და მას მთელ მსოფლიოში 1984 წლიდან, 18 აპრილს აღნიშნავენ.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203