ხულოს მუნიციპალიტეტის, ბოძაურის საჯარო სკოლაში 9 აპრილს ღონისძიება მიუძღვნეს.
ღონისძიებაში მე-3, მე-4, მე-5 და მე-7 კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. პედაგოგები აღსაზრდელებს 9 აპრილის მოვლენებზე ესაუბრნენ. მოსწავლეები კი დამსწრე საზოგადოების წინაშე პატრიოტული თემატიკის ლექსებით და სიმღერით - „ვაჩუქოთ ერთმანეთს ტიტები“ წარსდგნენ.
1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა, თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბია, რის შედეგადაც 21 ადამიანი დაიღუპა. ათასობით მოქალაქე კი დაუდგენელი შემადგენლობის გაზით მოიწამლა.
1991 წლის 9 აპრილს კი უზენაესმა საბჭომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.
იხილეთ ფოტოები