კასპის მუნიციპალიტეტის იგოეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა 9 აპრილთან დაკავშირებით ღონისძიება „ჩვენ გვახსოვს 9 აპრილი“ გამართეს.
მოსწავლეებმა 9 აპრილის შესახებ პრეზენტაცია გამართეს, ისაუბრეს ფაქტებზე, ისტორიაზე და გაიხსენეს დაღუპული გმირები.
სკოლის წარმომადგენლის ცნობით, მოსწავლეებმა დაღუპულთა ხსოვნას ვიდეორგოლი „მათ ხსოვნას ქვეყანა სანთლებად აინთებს“ მიუძღვნეს.
იხილეთ ვიდეო