ნიკო მარის სახელობის დაბა ჩოხატაურის N1 საჯარო სკოლაში 9 აპრილი აღნიშნეს.
ღონისძიება დილით, სასკოლო რადიო „პირველმა“ დაიწყო.
გადაცემაში „9 აპრილი ჩვენი ტკივილია“ მოსწავლეებმა წაიკითხეს სხვადასხვა პუბლიკაცია და ლექსები.
შემდეგ, ფოიეში მოეწყო ამავე თემაზე შექმნილი მოსწავლეთა ნახატების და ჩანახატების გამოფენა.
ბოლოს კი, მოსწავლეებმა ყვავილებით შეამკეს 9 აპრილის სახელობის სკვერში აღმართული მემორიალი. იქვე V-1 და VII-2 კლასის მოსწავლეებმა წარმოადგინეს მხატვრული კომპოზიცია ,,ვაჩუქოთ ერთმანეთს ტიტები“.
იხილეთ ფოტოები