ხობის მუნიციპალიტეტის, ნოჯიხევის N1 საჯარო სკოლაში ბუნებისმეტყველების გაკვეთილები საინტერესოდ ტარდება.
სწავლა ექსპერიმენტებით და დაკვირვებით - აი, პედაგოგ ინგა ხასაიას მეთოდი. ის, მარტივი ცდების ჩატარებით, დაკვირვების ჩანაწერების გაკეთებით მოსწავლეებს კვლევა-ძიების უნარებს უვითარებს.
მორიგი გაკვეთილი თემაზე - „ვულკანი“ ექსპერიმენტით ჩატარდა.
მოსწავლეებმა ქვიშის „მთის“ კრატერი საჭმელი სოდით ამოავსეს და დაასხეს ძმარი „ლავა“, რომელმაც კრატერიდან ამოფრქვევა დაიწყო. მოსწავლეებმა გააკეთეს ჩანაწერები, დააკვირდნენ ცდის პროცესს.
„ამ მეთოდით მიღებული ცოდნა არის მდგრადი, საინტერესო, სახალისო და რაც მთავარია, მათ ინტერესებს მორგებული“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.
იხილეთ ფოტოები