გორის მუნიციპალიტეტის, შინდისის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა „ხელნაწერი წიგნის, გაზეთის, ჟურნალის, ბროშურის კონკურსში“ წარმატებას მიაღწიეს.
2019 წლის 14 აპრილს გორის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს ორგანიზებით, ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება ჩატარდა.
ღონისძიებაზე სააგენტოს პროექტის - „ხელნაწერი წიგნის, გაზეთის, ჟურნალის, ბროშურის კონკურსის“ მონაწილეები დაჯილდოვდნენ.
კონკურსში შინდისის საჯარო სკოლის მე-8 კლასის მოსწავლეებმა, ქართული ენის მასწავლებლის ეკა ხარებაშვილის დახმარებით, ხელნაწერი წიგნი ,,აფორიზმები ვეფხისტყაოსანში“ წარადგინეს.
წიგნი ილუსტრაციებით ზურა ქარელიშვილმა გააფორმა.
აღნიშნულ კონკურსში საბაზო საფეხურზე მონაწილეთა შორის მეორე ადგილზე გავიდა შინდისის საჯარო სკოლა. კონკურსში მონაწილე მასწავლებელი და მოსწავლეები სიგელებით და სასაჩუქრე ვაუჩერით დაჯილდოვდნენ.
გორის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტომ პროექტის მხარდაჭერისა და თანადგომისთვის სიგელით დააჯილდოვა სკოლის დირექტორი ნინო გარსევანიშვილი.
იხილეთ ფოტოები