რუსთავის N17 საჯარო სკოლაში ღონისძიება „ჩვენ გვტკივა 9 აპრილი“ გაიმართა
22-04-2019
რუსთავის N17 საჯარო სკოლაში 9 აპრილთან დაკავშირებით ღონისძიება „ჩვენ გვტკივა 9 აპრილი“ გაიმართა. 
ღონისძიება V-VII კლასებში ჩატარდა და მას დამრიგებლები: რიმა ავალიანი და მარიამ მამუკელაშვილი ხელმძღვანელობდნენ.
1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 30 წელი შესრულდა. საბჭოთა არმიამ 1989 წლის 9 აპრილს, თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან, საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით მოწყობილი მშვიდობიანი დემონსტრაცია დაარბია, რის შედეგადაც 21 ადამიანი დაიღუპა, ასობით კი დაიჭრა და მოიწამლა.
1991 წლის 9 აპრილს მაშინდელმა უზენაესმა საბჭომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა. 
იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203