წყალტუბოს N4 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ლიტერატურულ-მუსიკალური კომპოზიცია „ო, ენავ ჩემო“ წარმოადგინეს
22-04-2019

წყალტუბოს N4 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა წყალტუბოს საბავშვო ბიბლიოთეკაში წარმოადგინეს ლიტერატურულ-მუსიკალური კომპოზიცია „ო, ენავ ჩემო“. 

ღონისძიება მოამზადეს ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლებმა: მანანა ჯავახაძემ და ფატმან თუთბერიძემ, მუსიკალურად კი გააფორმა მუსიკის მასწავლებელმა ნაირა კართხიამ. 

მოსწავლეებმა საინტერესოდ წარმოადგინეს ქართული ენის განვითარების გზა, ისაუბრეს დიდ კლასიკოსებზე, დედა ენაზე, შეასრულეს სიმღერები.

სკოლის დირექტორი მაია ქობულია მადლობას უხდის წყალტუბოს საბავშვო ბიბლიოთეკას მასპინძლობისათვის, ხოლო აიპ კულტურის ცენტრთან არსებულ მთავარ ბიბლიოთეკას ნდობისათვის. 

იხილეთ ფოტოები 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203