შოთა გელაშვილი - ჭვინთის სკოლის მოსწავლე ინტელექტუალური შეჯიბრის გამარჯვებული გახდა
27-03-2017
ახალციხეში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა ვიქტორინა სახელწოდებით - ''ჩემი საქართველო''.

ინტელექტუალურ შეჯიბრში მონაწილეობა ახალციხის მუნიციპალიტეტში მცხოვრებმა მე-9 კლასის 28 მოსწავლემ მიიღო.  
 
მათ ისტორიიდან და გეოგრაფიიდან 20 კითხვაზე მოუწით პასუხის გაცემა.  
 
ძირითად კითხვებზე პასუხის გაცემის შემდეგ ვერ გამოვლინდა გამარჯვებული, ამიტომ მათ მიეცათ დამატებით 8 კითხვა. 
 
ვიქტორინაში გამარჯვებულად ჭვინთის სკოლის მოსწავლე შოთა გელაშვილი დასახელდა.
ინტელექტუალურ თამაშს ორგანიზება ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის სამსახურმა გაუწია.  
 
როგორც ნგლისური ენის პედაგოგი თამაზ კაპანაძე აღნიშნავს, დიდი სიხარული და წარმატებაა როგორც გამარჯვებული შოთა გელაშვილის, ასევე ჭვინთის სკოლის პედაგოგებისთვის:

''მინდა დიდი მადლობა გადავუხადო შოთას მთელი სკოლის სახელით სკოლის წარმოჩენისთვის და ვუსურვო წარმატებები ცხოვრების გასავლელ გზებზე.''
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203