მცხეთის რაიონის, საგურამოს საჯარო სკოლის პირველი კლასის მოსწავლეები, დამრიგებელ გულნაზი კერესელიძესთან ერთად ლუდსახარშ „ზედაზენს“ ეწვივნენ.
ექსკურსიამძღოლი ლევან შერმადინი გახლდათ, რომელმაც ბავშვებს უამბო ქარხნის ისტორია.
ბავშვები დიდი ყურადღებით უსმენდნენ. ინტერესით დაათვალიერეს დანადგარები, ნახეს, როგორ ასხამენ ლიმონათს. ეს პროცესი განსაკუთრებით მოეწონათ.
დასასრულ, წამოსვლის დროს, თითოეული ბავშვი დაასაჩუქრეს ლიმონათით.
სკოლის დირექცია მადლობას უხდის ქარხნის თანამშრომლებსა და ექსკურსიამძღოლ ლევან შერმადინს თბილი მიღებისა და საინტერესო საუბრისათვის.