პირველი მაისის საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელმა რუსუდან ჩიკვაიძემ პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა განახორციელა
22-04-2019

ქედის მუნიციპალიტეტის, პირველი მაისის საჯარო სკოლის ინგლისური ენის პედაგოგმა რუსუდან ჩიკვაიძემ 2017 -18 სასწავლო წლის მე-2 სემესტრში, როგორც მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის სავალდებულო აქტივობა - საკითხზე - ზეპირი მეტყველების განვითარების პრობლემები ინგლისურ ენაში და მისი გაუმჯობესების გზები პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა განახორციელა. 

პედაგოგის თქმით, ამ საკითხისადმი ინტერესი გამოწვეული იყო უცხო ენის სწავლების თანამედროვე მიდგომების, მათი საკომუნიკაციო დანიშნულებისა და საგაკვეთილო პროცესში რეალურად არსებული სიტუაციის შედარებით.

„კვლევის შედეგად გამოიკვეთა, რომ ზეპირი მეტყველების განვითარების პრობლემები გამოწვეულია სხვადასხვა მიზეზით. მათ შორის საკომუნიკაციო აქტივობების ნაკლები გამოყენებით. ინტერვენციამ აჩვენა, რომ დიალოგები, სხვადასხვა სუმულაციური და როლური თამაშები ზრდის მოსწავლეთა ჩართულობასაც და ინგლისურად მეტყველებაც უფრო ხშირად ისმის გაკვეთილზე“,- აღნიშნავს პედაგოგი. 

იხილეთ რუსუდან ჩიკვაიძის პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა.docx

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203