წალკის მუნიციპალიტეტის ხაჩკოვის საჯარო სკოლაში სკოლის დირექტორის, ლიანა პილტოიანის მხურვალე მხარდაჭერით და სპორტის მასწავლებლის, არტაშ ესოგანიანის ხელმძღვანელობით, 18 აპრილს სომეხი კომპოზიტორის, ფოლკლორისტის, დირიჟორისს და სომხეთის ეროვნული მუსიკალური სკოლის დამფუძნებლის, კომიტასის და სომეხი
მწერლისა და საზოგადო მოღვაწის ჰოვჰანეს თუმანიანის 150 წლის იუბილისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიების დროს მონაწილეებმა წაიკითხეს ინფორმაცია კომიტასის და თუმანიანის ბიოგრაფიის შესახებ, ზეპირად წაიკითხეს თუმანიანის ლექსები, იმღერეს კომიტასის სიმღერები და სპორტის მასწავლებელთან ერთად შეასრულეს სომხური ეროვნული ცეკვები.
ბოლოს სიტყვით გამოვიდნენ სკოლის დირექტორი ლიანა პილტოიანი და ენების კათედრის ხელმძღვანელი სუსანა ავეტისიანი. მათ მადლობა გადაუხადეს არტაშ ესოგანიანს თავდაუზოგავი შრომისათვის.
იხილეთ ფოტოები: