თბილისის N9 საჯარო სკოლაში 9 აპრილს ღონისძიება მიუძღვნეს
22-04-2019

თბილისის N9 საჯარო სკოლაში 9 აპრილთან დაკავშირებით ღონისძიება „ვაჩუქოთ ერთმანეთს ტესტები“ გაიმართა. 

ღონისძიება ისტორიის პედაგოგის, თინათინ შიშნიაშვილის და მუსიკის პედაგოგის, ნანა ზარქუას ხელმძღვანელობით ჩატარდა. 

1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 30 წელი შესრულდა. საბჭოთა არმიამ 1989 წლის 9 აპრილს, თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან, საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით მოწყობილი მშვიდობიანი დემონსტრაცია დაარბია, რის შედეგადაც 21 ადამიანი დაიღუპა, ასობით კი დაიჭრა და მოიწამლა.

1991 წლის 9 აპრილს მაშინდელმა უზენაესმა საბჭომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.

იხილეთ ფოტოები 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203