ტყიბულის რაიონის გელათის საჯარო სკოლაში 9 აპრილთან დაკავშირებით პოეზიის საღამო „მათ ხსოვნას ქვეყანა სანთლებად აინთებს“ გაიმართა.
საღამოში მე-5 და მე-7 კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
მათ გაიხსენეს 9 აპრილის ტრაგედია, ნახეს ფრაგმენტები დოკუმენტური ფილმებიდან, წაიკითხეს ლექსები, ჩანახატები და შეასრულეს საგალობელი „ვაჩუქოთ ერთმანეთს ტიტები“.
ღონისძიებას პედაგოგი ქეთევან ქარქაშაძე ხელმძღვანელობდა.
იხილეთ ფოტოები