მარტვილის მუნიციპალიტეტის სავანეთის საჯარო სკოლაში გაზაფხულის დღესასწაული გამართეს.
აზერბაიჯანული სექტორის მეორე კლასის მოსწავლეებმა ფილოლოგ მთვარისა ლეთოდიანის ხელმძღვანელობით საინტერესო ღონისძიება მოაწყვეს.
აქტივობას სახელმწიფო ენაზე თავად მოსწავლეები უძღვებოდნენ. მათ ლექსები წაიკითხეს, პატარა სცენარები დადგეს და რებუსი შექმნეს.
ღონისძიების დასასრულს, პატარებმა მშობლებსა და პედაგოგებს ყვავილებით მიულოცეს გაზაფხული, სეზონი, როდესაც ბუჩქებიდან თავს ამოყოფს ნაზი ია, ენძელა, ყვავის ყოჩივარდა. თეთრად გადაიპენტება ხეხილი, მინდორი კი ხალიჩასავით აჭრელდება. ამ დროს სიცოცხლე მშვენიერია...