საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ვასილ გულისაშვილის სახელობის გიორგიწმინდის საჯარო სკოლის ახლადშექმნილმა თვითშემოქმედმა ,,თეატრალურმა დასმა“ საქველმოქმედო ღონისძიება ჩაატარა.
ღონისძიებას მერვე კლასის მოსწავლე მ. ჭიაბერაშვილი ხელმძღვანელობდა.
„პატარა მსახიობები მონდომებით ასრულებდნენ საყვარელი გმირების როლებს ფილმ ,,შუა ქალაქიდან“, რითაც დიდი სიამოვნება მიანიჭეს მაყურებელს, თანასკოლელებს, მშობლებს და მასწავლებლებს. შეგროვებული თანხა მათ ჩვენი სკოლის კურსდამთავრებულის, დიაბეტით დაავადებული ახალგაზრდის დასახმარებლად გადარიცხეს“ - აღნიშნა სკოლის წარმომადგენელმა.