გორელოვკის N1 სკოლის მოსწავლემ ''ეტალონში'' მაქსიმალური ქულა მიიღო
27-03-2017

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში ჩატარდა საქართველოს ინტელექტ-ჩემპიონატის ''ეტალონის'' მეორე ტური. 

გორელოვკის №1 სკოლიდან მონაწილეობდა ორი მე-10 კლასელი  -  კრისტინა კრასნიკოვა და რომან კრასნიკოვი.  

როგორც სკოლის წარმომადგენლები აღნიშნავენ, მართალია ამჯერად სკოლის მოსწავლე ვერ გახდა ''ნინოწმინდის ეტალონი მოსწავლე'', მაგრამ სასიხარულო ფაქტია ის, რომ კრისტინა კრასნიკოვამ ასი ქულა მიიღო და მესამე ადგილზე გავიდა. 

სკოლის დირექცია მადლობას უხდის აღნიშნული პროექტის ავტორებსა და ორგანიზატორებს,  იმისათვის, რომ ეთნიკურ უმცირესობებს მიეცათ საშუალება გამოევლინათ თავიანთი ცოდნა:

"აღნიშნული პროექტი უამრავ მოსწავლეს აძლევს სტიმულს, რომ მონდომებით იმუშაო საკუთარი ინტელექტის ამაღლებაზე.''

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203