ატენის საჯარო სკოლაში დედა ენის დღე ღონისძიებით აღნიშნეს
22-04-2019

გორის მუნიციპალიტეტის ატენის საჯარო სკოლაში ქართული ენა და ლიტერატურის პედაგოგებმა, ქალბატონებმა ალექსანდრა ჯაფარიძემ და ნანი კაჯილაშვილმა ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ხმათა ხავერდების და ღმერთების ენავ!ჩაატარეს.


მოსწავლეებმა კიდევ ერთხელ აღნიშნეს: ქართული ენა - ქართველი ერის ენაა. იგი უმთავრესი იარაღია კულტურისა, ძირითადი ფაქტორი და გამომხატველი ერის განვითარებისა, მისი შემოქმედებისა

ღონისძიებას ესწრებოდნენ სკოლის მოსწავლეები, მათი მშობლები და პედაგოგები.  

დედაენის დღე საქართველოში 1990 წლიდან 14 აპრილს აღინიშნება. 1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების მიხედვით, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203