წალკის მუნიციპალიტეტის, სამების საჯარო სკოლაში ქიმიაში ვიქტორინა - ,,დაფიქრდი და გამოიცანი“ გაიმართა.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, ვიქტორინა მოსწავლეებში საბუნებისმეტყველო მეცნიერებების პოპულარიზაციის მიზნით ჩატარდა.
მოსწავლეები ინტელექტუალურ ღონისძიებაში ხალისით და ინტერესით ჩაერთნენ.
გამარჯვებულ გუნდსა და ინდივიდუალურ მონაწილეს სიგელები გადაეცათ.