საჩხერის მუნიციპალიტეტის სპეთის საჯარო სკოლაში საზეიმო ვითარებაში აღინიშნა დედაენის დღე. ასევე ჩატარდა 9 აპრილისადმი მიძღვნილი საინფორმაციო შეხვედრა.
სკოლის დირექტორმა ბონდო ხვედელიძემ დამსწრე საზოგადოებას გააცნო 9 აპრილს საქართველოს თავისუფლებისათვის დაცემული ადამიანების ღვაწლი და 1978 წელს 14 აპრილს დედა ენის დაცვისათვის ქართველი ხალხის გმირული ბრძოლის ისტორია.
ამავე შეკრებაზე სკოლის საზოგადოების თანდასწრებით დირექტორმა გადასცა მოსწავლეებს „ეტალონის“ ჩემპიონატისა და izruni.ge-ს დიპლომები. შემდეგ სკოლის დარბაზში ჩატარდა „მხიარული სტარტები“. დღემ საზეიმო განწყობით ჩაიარა.
იხილეთ ფოტოები