ტყემლანის სკოლის მოსწავლემ კონფერენციაზე ინგლისურ ენაზე პრეზენტაცია წარადგინა
22-04-2019

ქალაქ ახალციხეში ჩატარდა კონფერენცია თემაზე „ახალგაზრდები მდგრადი მომავალისთვის“,  რომელშიც ახალციხისა და ახალციხის მუნიციპალიტეტის საჯარო და კერძო სკოლის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.  ტყემლანის საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლემ ვასილ კაპანაძემ საუკეთესოდ წარმოადგინა პრეზენტაცია ინგლისურ ენაზე.

კონფერენცია ახალციხის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ორგანიზებით,  სკოლის დირექტორებისა და თითოეული ინგლისური ენის მასწავლებლების მხარდაჭერით განხორციელდა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ მშობლები, სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციის, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის, სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტის, ახალციხის ციხის, გაზეთი სამხრეთის კარიბჭის, ტელეკომპანია მე-9 არხის, პროფკავშირის ახალციხის რაიონული ორგანიზაციის, ამერიკის კუთხე, არასამთავრობო ორგანიზაციები CENN წარმომადგენლობა.

მონაწილე მოსწავლეებს საჩუქრად გადაეცათ წიგნები, ხოლო სკოლებს - მადლობის სიგელები.

ტყემლანის საჯარო სკოლის დირექცია მადლობას უხდის ახალციხის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსს, ხათუნა ხმალაძეს საინტერესო და მნიშვნელოვანი ღონისძიებისათვის, ვასილ კაპანაძეს კონფერენციაში წარმატებული მონაწილეობისათვის, ასევე ინგლისური ენის პედაგოგს ნათია კაპანაძეს გაწეული მხარდაჭერისათვის და მოსწავლის მშობლებს აქტიური და წარმატებული შვილის აღზრდისათვის.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203