მოხის სკოლაში ჩატარებულ ''ეტალონში'' ადიგენის რაიონის ყველა სკოლის მოსწავლე მონაწილეობდა
27-03-2017
მოხის სკოლაში ინტელექ-შეჯიბრი ''ეტალონი'' ჩატარდა.

ინტელექტ-შეჯიბრში ადიგენის სკოლებიდან გამორჩეული ახალგაზრდები მონაწილეობდნენ. 

ღონისძიებას ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებელი ზაქარია ენდელაძე, რესურსცენტრის უფროსი ინგა ბოჭორიშვილი, გამგეობის მთავარი სპეციალისტი საორგანიზაციო და საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში მამუკა კალანდაძე, მოხის სკოლის დირექტორი ნათია რეხვიაშვილი, სკოლის წარმომადგენლები, დირექტორები, პედაგოგები, მოსწავლეები და მათი მშობლები ესწრებოდნენ.

დაძაბული ინტელექტუალური დაპირისპირების შედეგად გამარჯვებული გამოვლინდა. 

''ადიგენის ეტალონი მოსწავლის'' ტიტულს არლის სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე, თორნიკე აკოფაშვილი დაეუფლა.  
 
როგორც სკოლის წარმომადგენლები აღნიშნავენ, მოსწალეებმა საკუთარი ინტელექტი და ცოდნა მაქსიმალურად გამოავლინეს. 

შეგახსენებთ, რომ "ეტალონი" 2016-2017 სასწავლო წელს საქართველოს ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტს ესტუმრება და ადგილზევე გამოავლენს "ეტალონ მოსწავლეებს".  
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203