ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ვარდისუბნის საჯარო სკოლის მეორე კლასში ღონისძიება „საქართველო ჩვენია“ გაიმართა.
ღონისძიება 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას მიეძღვნა და მასში კლასის ყველა მოსწავლე მონაწილეობდა.
აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით ისტორიის მასწავლებელმა ირმა ყეინაშვილმა ისაუბრა.
„მოსწავლეების გამოსვლები ფოტოკოლაჟისა და „ტიტების“ სიმღერის ფონზე მიმდინარეობდა“ - აღნიშნა პედაგოგმა ციური ღონღაძემ.
იხილეთ ფოტოები