კვიპროსის ქალაქმა ლიმასოლმა სამბოში ახალგაზრდებსა და ჭაბუკებს შორის ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლა, სადაც საქართველოს სხვადასხვა ასაკობრივმა გუნდებმა 17 მედალი მოიპოვეს.
ჭაბუკებს შორის III ადგილის და ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა ნიკო ბაგრატიონის (ბურის) სახელობის მცხეთის მუნიციპალიტეტის მუხრანის N1 საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლე ვახტანგ ტაბარუკიშვილი.
სკოლის პედკოლექტივი და მოსწავლეები ულოცავენ ვახტანგს მორიგ წარმატებას (ვახტანგ ტაბარუკიშვილმა ცოტა ხნის წინ საქართველოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა) და უსურვებენ, რომ კიდევ მრავალჯერ ესახელებინოს სკოლა და სოფელი.
იხილეთ ფოტოები